მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯავშანტექნიკას და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გაგზავნის

6251bd2135468
BM.GE
09.04.22 21:01
1042
დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაგზავნის,- ამის შესახებ დაუნინგ სტრიტმა კიევში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. წერს BBC.

„პრეზიდენტ (ვოლოდიმირ) ზელენსკის მტკიცე ლიდერობისა და უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობისა და გამბედაობის გამო ხდება პუტინის ამაზრზენი მიზნების ჩაშლა“, - თქვა ბორის ჯონსონმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად.
ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რაც ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ"-დაწერა ბორის ჯონსონმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები