მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე ჯასტინ მაკენზი სმიტს მარკ კლეიტონი შეცვლის

5ee9e30df05dd
BM.GE
17.06.20 13:25
2164
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის პოსტზე ჯასტინ მაკენზი სმიტს მარკ კლეიტონი ჩაანაცვლებს. 

ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას გასული 4 წლის განმავლობაში ასრულებდა. 

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, მარკ კლეიტონი 2018 წლიდან ევროპის უსაფრთხოების ოფისში დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. 2017-2018 წლებში კი მოსკოვში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები