მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი მარკ კლეიტონს და გარეთ უორდს შეხვდა - რა განიხილეს?

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს, მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

"ხაზი გაესვა ეკონომიკური ზრდის და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და მდგრადობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის საკითხები.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე",- აღნიშნავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები