მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვებგვერდის დიზაინის განახლებაზე £532,000 დახარჯა

GOV.UK

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ვებგვერდ gov.uk-ის დიზაინის შეცვლა და რებრენდინგი გადაწყვიტა, რაც ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს £532,000 დაუჯდა.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ცვლილებები, რომლებიც მომდევნო კვირიდან ამოქმედდება მინიმალურია და რეალურად, მხოლოდ ვებგვერდის ძირითადი ფერების შეცვლას და ლოგოს მცირედით კორექტირებას გულისხმობს. ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყანაში უარყოფითად შეხვდნენ, ხოლო საზოგადოების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საჯარო თანხების ფლანგვად შეაფასა.

ამ საქმისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კრეატიული სააგენტო M&C Saatchi დაიქირავა. როგორც ირკვევა, სახელმწიფომ კომპანიასთან £750,000-იანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ის, ჯერჯერობით, სრულად არ აუთვისებია. თავად M&C Saatchi 1995 წელსაა დაფუძნებული და დღეს, კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანია მსოფლიოში 21 ოფისს ფლობს, სადაც 2,700-მდე თანამშრომელს ასაქმებს. M&C Saatchi-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $320 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები