დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაშია.
კირ სტარმერს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა.
სტარმერმა კიევში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრით გრანდიოზული სტრატეგიული მარცხი განიცადა, რადგან დასავლეთისგან უკრაინის ჩამოშორების ნაცვლად, დღეს დასავლეთი და უკრაინა ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი უკრაინაში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში სათავეში ჩაუდგა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას.
გარდა ამისა, დღეს კიევში ჩავიდა იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო.




























