მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

6315df0aa6d14
გიორგი თოლორდავა
05.09.22 15:39
1328
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ ლიზ ტრასი დაინიშნა.

აქამდე 47 წლის ტრასი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა; ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ლიზ ტრასი აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ანაცვლებს. თავად ჯონსონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ივლისში მიიღო, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან და ე.წ. ფართიგეითის სკანდალთან იყო დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები