მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთის შემდეგ OpenAI Stargate-ის ნორვეგიულ პროექტსაც ტოვებს

OpenAI

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე წამყვანმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, OpenAI-მ ნორვეგიაში მონაცემთა ცენტრების პროექტ Stargate-ის განხორციელებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც გაირკვა, კომპანიამ ბრიტანულ Nscale-თან პირდაპირი იჯარის შესახებ მოლაპარაკებები უკვე ოფიციალურად შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ სემ ოლტმენის სტარტაპის ნაცვლად მონაცემთა ცენტრს აგების შემდეგ სრულად Microsoft-ი აითვისებს. ის ნორვეგიის ნარვიკის კამპუსში Nvidia-ს 30,000-ზე მეტ Rubin-ის ტიპის გრაფიკულ პროცესორს განათავსებს. სტარტაპში განმარტავენ, OpenAI-სთვის ფინანსურად უფრო უმჯობესია, საჭირო გამოთვლილი რესურსები სწორედ პარტნიორი Microsoft-ისგან იქირავოს და აქცენტი გამოთავისუფლებული ხარჯების სხვა პროექტების განხორციელებაზე დახარჯოს.

აღსანიშნავია, რომ ეს სტრატეგიული ცვლილება OpenAI-ის ფინანსური პოლიტიკის ნაწილია. რამდენიმე კვირის წინ სემ ოლტმენის სტარტამა Stargate-ის ბრიტანულ პროექტში მონაწილეობაზეც თქვა უარი და მიზეზად ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ადგილობრივი რეგულაციები დაასახელა. როგორც ირკვევა, კომპანია მიმდინარე წელს დაგეგმილი საფონდო ბირჯაზე გამოსვლის წინ ხარჯების შემცირებას ცდილობს. ამ თანმიმდევრული ნაბიჯების ფარგლებში კომპანიამ ვიდეოგენერაციის პროექტი Sora-ც დახურა.

ცნობისთვის, OpenAI-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად $852 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები