მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე კვარტალში OpenAI-ის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა და $10 მილიარდს მიაღწია

openai

ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი კომპანია OpenAI-ის შემოსავალი მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-ით გაიზარდა და $10 მილიარდი შეადგინა.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, სარა ფრაიერმა განაცხადა, რომ წლიური შემოსავლის ტემპი უკვე $50 მილიარდს აღწევს, რაც ძირითადად კორპორაციული მიმართულების გაფართოებითა და ფუნდამენტური კვლევებით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის კორპორაციული მიმართულების შემოსავალი გასულ კვარტალში გაორმაგდა, რის შედეგადაც მთლიანი შემოსავალი ბიზნესსა და სამომხმარებლო სექტორებს შორის თანაბრად განაწილდა. ფრაიერის განმარტებით, ამ შედეგის მიღწევა Coding-ის, Cyber-ის და ბიზნესისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის აგენტების პლატფორმა Dots-ის დანერგვამ განაპირობა.

ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში მესამე კვარტალში იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე წინა ექვს კვარტალში ერთად.

პარალელურად, ზრდას განაგრძობს სამომხმარებლო მიმართულებაც, სადაც გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო ფასიანი გამომწერების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ამ ეტაპზე OpenAI-ის სერვისებით ყოველკვირეულად 1.2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს.

სამომავლო სტრატეგიის შეფასებისას ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ OpenAI-მ ყურადღება მესამე რიგის ღრუბლოვან პროვაიდერებთან სადისტრიბუციო ხელშეკრულებების გაფორმებაზე უნდა გაამახვილოს. მისი განმარტებით, კომპანია აქამდე Microsoft Azure-თან არსებული კონტრაქტით იყო შეზღუდული. ფრაიერმა აღნიშნა, რომ მეტოქე Anthropic-ის გამოცდილებამ ამ მოდელის ეფექტიანობა ნათლად აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები