მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 4%-მდე შეამცირა

დიდი ბრიტანეთი
BM. GE
08.08.25 12:56
196

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 4%-მდე შეამცირა. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მაჩვენებლის შემცირების გადაწყვეტილება წელს უკვე მეხუთედ მიიღო. აღსანიშნავია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ასეთ დაბალ ნიშნულზე 2023 წლის მარტის შემდეგ არ ყოფილა.

განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების მიღება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისთვის ამჯერად მარტივი არ ყოფილა. ბორდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო კენჭისყრის ჩატარება 2-ჯერ გახდა საჭირო. საბოლოოდ, 9 წევრიდან გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ 5-მა დაუჭირა.

ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის შემცირების მიზანი შენელებული ბრიტანული ეკონომიკის გამოცოცხლებაა. ბოლო პერიოდში საკვებ პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც ეკონომისტები მოელიან, რომ სექტემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 4%-ს მიაღწევს. ცენტრალური ბანკი კი ინფლაციას მხოლოდ 2%-ის ფარგლებში ვარაუდობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები