მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი დიღომი, საბურთალო... - რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი/ნაკლები ბინა?

თბილისი

იანვარ-მარტის სტატისტიკით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობით დიდი დიღომი და საბურთალო ლიდერობს, რომელსაც სამგორი და გლდანი მოსდევს. მის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის მიხედვით, პირველ კვარტალში დიდ დიღომში 2 434 ბინა გაიყიდა.

საპირისპიროდ, ყველაზე ნაკლები გაყიდვები ვაშლიჯვარში, მთაწმინდასა და ვაკეში ფიქსირდება.

თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით

2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 10,907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაყიდული ბინების რაოდენობა წლის ჭრილში 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზრის ზომა 23.1%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები