მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი გარიგება ალუმინის ინდუსტრიაში - ამერიკული Alcoa ავსტრალიურ Alumina-ს ყიდულობს

ალუმინი

ალუმინის ინდუსტრიაში დიდი გარიგება მწიფდება. ალუმინის მწარმოებელ ამერიკულ გიგანტ Alcoa-ს მისი ავსტრალიური პარტნიორის, Alumina-ს შეძენა სურს, რაშიც კომპანიას $2.2 მილიარდის გადახდა სურს. ამ გარიგებით ამერიკული მხარე ყოველწლიურ დანახარჯს დაზოგავს და ოპერაციებს გაამარტივებს, რაც კომპანიას გლობალურად ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

ამ შემთხვევაში, გარიგება აქციების გაცვლით განხორციელდება და არა ნაღდი ფულით, ანუ თითოეული აქციის სანაცვლოდ Alumina-ს აქციონერები Alcoa-ს 0.02854 აქციას მიიღებენ, რაც, ჯამურად, ამერიკული კომპანიის 31%-იანი წილის ტოლია. აღნიშნული გარიგებას ნაღდი ფულის ექვივალენტად თუ ვაქცევთ, გამოდის, რომ Alumina-ს ერთი აქცია $1.15-ად არის შეფასებული შეფასებული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ერთი ზემოხსენებული კომპანია არ არის განსაკუთრებით დიდი - Alcoa-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $4.76 მილიარდს შეადგენს, ხოლო Alumina-ს ინვესტორები $2.07 მილიარდად აფასებენ.