მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი მოლოდინი გვაქვს "დაშენებულ პაკეტებზე" სამუშაო პროცესის დაწყებაზე - სოფიო ლებანიძე

სოფიო ლებანიძე

PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სოფიო ლებანიძე ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნება თუ დაზღვევის "დაშენებულ პაკეტებზე" სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

"თუ მინისტრმა თქვა, რომ მსჯელობისთვის ღიაა, რა თქმა უნდა, დადებითად და დიდი მოლოდინით შევხვდებით სამუშაო პროცესის დაწყებას. სამინისტროსთან არ გვქონია კონცეფციის და ხედვის განხილვა სამუშაო ფორმატში.

შესაბამისად, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ კონცეფციის რომელ ნაწილს არ ეთანხმებიან ან პრობლემურად მიიჩნევენ. ამ ეტაპზე რეალური საჭიროებაა რომ ის მოსაზრებები, რაც კერძო ინდუსტრიას აქვს დაგროვებული და დამუშავებული, სამუშაო ფორმატში იყოს განხილული. ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთება საკითხები, რომელიც შეიძლება სამსჯელოა, შეიძლება პრობლემურია და ა.შ.

"პაკეტის დაშენება" გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ის რჩება პროგრამაში, მაგრამ იუმჯობესებს რისკების მართვას კერძო სადაზღვევო პოლისით. ანუ ეს დაშენება ეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებს და არა უკვე კერძოდ დაზღვეულ პირებს", - ამბობს ლებანიძე.

"კონკრეტული კონცეფცია შეიძლება ჩამოყალიბდეს მათი მხრიდან და წარდგენილი იქნეს განსახილველად", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე BMG-ის კითხვას, რომელიც დაზღვევის ე.წ დაშენებულ პაკეტს ეხებოდა.

"რაც შეეხება დაშენების მიმართულებას, ამაზე ბევრი განსხვავებული კონცეპტუალური მიმართულება შეიძლება არსებობდეს. თვითმიზანი არ უნდა იყოს დაშენება თუ არ შევთანხმდით შინაარსზე", - განაცხადა სარჯველაძემ დღეს, 8 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ უკვე არაერთი წელია სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას ითხოვს. ე.წ. „დაშენებული“ ანუ შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა. შედეგად, დღეს არსებული მოდელით, მოქალაქეების დიდს ნაწილს, თუკი ისინი კერძო დაზღვევას შეიძენენ, საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები