მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტი გამოვლინდა

60cc3ea2a2b58
BM.GE
18.06.21 10:31
1188
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, „სარფი“-ს საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 508.66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56 253 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები