ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რა თქმა უნდა, მადლობა ბატონ ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები ახალ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მან წარმატებები უსურვა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ, ნათია თურნავასაც.
ოთარ შამუგია ამ დრომდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, დღეს გაცხადებული ცვლილებებით კი ის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლებს.




























