მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს

დეშამი ნაკრებიდან 2026 წელს წავა

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული დამრიგებელი დიდიე დეშამი დაკავებულ თანამდებობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.

“იმისათვის, რომ საფრანგეთის ნაკრებმა უმაღლესი დონე შეინარჩუნოს, მე ჩემს საქმეს შეუცვლელი სურვილით ვასრულებ, თუმცა 2026 წელი საუკეთესო მომენტად მიმაჩნია დასრულებისთვის. არასდროს გინდა დაასრულო საქმე, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ შეჩერებაც უნდა იცოდე. 14 წელია თანამდებობას ვიკავებ და რეკორდები ჩემი ინტერესის სფერო არ არის, მით უმეტეს იმ უმაღლესი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც ბაზარზე არსებობს. რაც უმთავრესია, საფრანგეთი რჩება იმ მწვერვალზე, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო” - განაცხადა დიდიე დეშამმა.

დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა 2018 წელს მუნდიალზე ოქრო, ხოლო 2022 წელს ვერცხლის მედალი მიიღო, ამასთან გუნდი 2021-22 წლების ერთა ლიგის ჩემპიონი და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დიდიე მთავარი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2012 წლის 8 ივლისიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობით ფრანგებმა 166 მატჩი ჩაატარეს, 106 მოიგეს, 31 ფრედ დაასრულეს და 29 წააგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები