მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით ჩაანაცვლა

ციფრული ვიზა

დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით სრულად ჩაანაცვლა. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქაღალდისა და პლასტიკურ დოკუმენტაციას მონაცემთა ციფრული ჩანაწერები ჩაანაცვლებს. ეს ცვლილება კი საზღვრის გადაკვეთისა და სტატუსის დადასტურების პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

ამასთან, ელექტრონული სისტემა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს, რადგან ციფრული ჩანაწერის დაკარგვა ან გაყალბება შეუძლებელი იქნება. ქვეყნის საიმიგრაციო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამ ცვილების დამსახურებით საიმიგრაციო სტატუსის მქონე პირებს ფიზიკური დოკუმენტების მიღებისთვის ლოდინი უწინდებურად თვეობით აღარ მოუწევთ. თუმცა, ბიომეტრიული მონაცემების პირადად ჩაბარების ვალდებულება ცალკეულ შემთხვევებში კვლავ ძალაში დარჩება.

ახალი მოდელი საზღვრის კვეთისას, ასევე დამსაქმებლებთან და ბინის გამქირავებლებთან ურთიერთობისას ადამიანის ლეგალური სტატუსის დადასტურებას საგრძნობლად დააჩქარებს. სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის ავტომატური გაცვლა კი მოქალაქეებს დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურებისგან გაათავისუფლებს.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ელექტრონული ვიზების დანერგვის პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან დღემდე ციფრული სტატუსი მილიონობით ადამიანმა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები