მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა G7-ის სამიტზე $1.74 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა

სტარმერი

დიდმა ბრიტანეთმა G7-ის სამიტზე ფრანგული და ინდური კომპანიებისგან £1.3 მილიარდის ($1.74 მლრდ.) მოცულობის ინვესტიციები მოიზიდა. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული თანხები ძირითადად მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და ბატარეების შესანახი სისტემების შექმნას მოხმარდება. ამასთან, ეს ინიციატივა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,400-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, საფრანგეთის კერძო საინვესტიციო კომპანია გაერთიანებულ სამეფოში ბატარეების შესანახი და მოქნილი ენერგეტიკული პროექტებისთვის £1 მილიარდის ($1.34 მლრდ.) ინვესტიციებს განახორციელებს. რაც შეეხება ინდოეთს, იქ დაფუძნებული სუფთა ენერგიის მიმართულებზე ორიენტირებული კომპანია Atri Energy Transition-ი მასშტაბური სისტემების შესაქმნელად და თანამედროვე პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის ბრიტანეთის ბაზარზე £300 მილიონზე ($402 მლნ.) მეტს დააბანდებს. პარალელურად, ინდური ტექნოლოგიური ფირმა Hexaware Technologies საკუთარი საქმიანობის გასაფართოებლად ქვეყანაში £25 მილიონის ($34 მლნ.) მოცულობის კაპიტალს ჩადებს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში მიმდინარე G7-ის სამიტის ფარგლებში გამართა. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე ლიდერმა კოლეგებთან ეკონომიკური პარტნიორობისა და მდგრადი განვითარების საკითხები განიხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები