მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ვასაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

ლევან ვასაძე

დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან აშშ-ის მიერ უკვე არის სანქცირებული. ასევე ფინანსური სანქციები დაუწესდა ბიზნესმენ ლევან ვასაძესაც, რომელიც პრესრელიზში "მედიამაგნატად" არის მოხსენიებული.

ბრიტანეთმა მათი სანქცირება რუსეთის სანქციების პაკეტის ფარგლებში მოახდინა.

„ჩვენ ვკეტავთ კიდევ ერთ არხს, რომელიც საქართველოში კრემლს ამარაგებს“, – განაცხადა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუტიმ, აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს იმ „ჩრდილოვან ქსელების“ დემონტაჟს, რომლებიც პუტინის ომის მანქანას ამაგრებენ და უკრაინაში მიმდინარე აგრესიას უწყობენ ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები