დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეწყვიტა.
როგორც CNN იტყობინება, გადაწყვეტილება შტატების თავდაცვის ძალების მიერ კარიბის ზღვაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება. საუბარია რამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპის ბრძანებით დაწყებულ ძალისმიერ მოქმედებებზე, რომლებიც ნარკოტიკების გადაზიდვაში შემჩნეული კატერების გაფრთხილების გარეშე განადგურებას ითვალისწინებს. ოფიციალური ლონდონი შიშობს, რომ შტატების მიერ განხორციელებული დარტყმების ნაწილი შესაძლოა საერთოდ არ იყოს კავშირში დანაშაულის აღკვეთასთან და მათ მიერ მიწოდებულმა სადაზვერვო ინფორმაციამ უდანაშაულო პირები იმსხვერპლოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ბრიტანულ მხარეს მრავალი ათეული წელია არ მიუღია. დიდი ხნის განმავლობაში, ორი ქვეყანა სადაზვერვო მონაცემებს ერთმანეთს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზიარებდა. თუმცა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევისა და მორალური პასუხისმგებლობის დაკისრების რისკმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას თანამშრომლობის დროებით შეჩერებისკენ უბიძგა.




























