მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული ნავთობგარიგება - აშშ ვენესუელას ნავთობის რეზერვების უმეტესობას გააკონტროლებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან „მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ნავთობგარიგება“ გააფორმა. ამის შესახებ მან პლატფორმა truthsocial -ზე დაწერა.

ტრამპის თქმით, მისი დავალებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან თანამშრომლობით და კერძო ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში, აშშ-ის კონტროლი უზრუნველყვეს ვენესუელაში დადასტურებული ნავთობის მარაგების უმეტეს ნაწილზე.

„65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის მარაგის უმეტეს ნაწილზე აშშ-ის კონტროლი უზრუნველვყავით“, - წერს ტრამპი.

ტრამპის მტკიცებით, შეთანხმება ამერიკის ნავთობის მარაგებს გააორმაგებს და ქვეყანაში ნავთობის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ გარიგება გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკაში ბენზინის ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს.

„ეს ისტორიული გარიგება ამერიკის ნავთობის მარაგებს ორჯერ მეტით ზრდის, მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ნავთობის მიწოდებას და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეამცირებს ბენზინის ფასებს ყველა ამერიკელისთვის“, - აცხადებს ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, შეთანხმება ვენესუელას ეკონომიკური წარმატებისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე დააყენებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ვაშინგტონსა და კარაკასს შორის ურთიერთობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები