მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ ევტუშენკოვის შვილს სანქციები მოუხსნა

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის შვილს, ტატიანა ევტუშენკოვას სანქციები ოფიციალურად მოუხსნა. აღსანიშნავია, რომ საგარეო უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ იქნა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული. სანქცირებულ პირთა შესახებ განახლებული დოკუმენტის თანახმად, ევტუშენკოვას სამოგზაურო და ეკონომიკური შეზღუდვები დაუყოვნებლივ მოეხსნა.

უცნობია, რა იდგა ამ ნაბიჯის უკან, თუმცა ბრიტანული მედია გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთის თანახმად, ევტუშენკოვა ბრიტანეთს დასანქცირებულთა სიაში საკმარისი არგუმენტების გარეშე ჰყავდა შეყვანილი, რაც ბიზნესმენის შვილს სამართლებრივი დავის დაწყების საშუალებას აძლევდა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვა საფრთხის შემცველ პირად აღარ მიიჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები