მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდთოვლობამ ბათუმის აეროპორტის შესასვლელში გადახურვა დააზიანა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

აეროპორტი

დიდთოვლობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. როგორც BM.GE-ს აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯიამ ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები