უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
" ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები:
25 თებერვალი:№804 თბილისი-ბათუმი;
№801 ბათუმი-თბილისი;
№869 ზუგდიდი-თბილისი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე", - წერია უწყების განცხადებაში.




























