საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყნის რამდენიმე საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა.
უხვთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
გარდა ამისა, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზეც. კერძოდ, კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
























