მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდუბის მეტროში ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

დიდუბის მეტრო

განახლება: ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა დაიღუპა.

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. მიზეზი მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრის ლიანდაგებში ჩავარდნა გახდა.

ამ დროისთვის მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნამდე“ მიმართულებით მგზავრებს ვერ ემსახურებიან.

„მეტრო ნაწილობრივ არის შეფერხებული, ვერ ვემსახურებით მგზავრებს „ახმეტელიდან" სადგურის მოედნამდე. „დიდუბეში" მგზავრი ჩავარდა ლიანდაგებში. შესაბამისად, მოძრაობა შევაჩერეთ. მგზავრებს ვემსახურებით მხოლოდ „სადგურიდან" „ვარკეთილამდე"“, - განუცხადეს bm.ge-ს სატრანსპორტო სამსახურში.

ამ ეტაპზე დაშავებულის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები