მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა - თბისლისის მერია

64c4f51d85f5d
BM.GE
29.07.23 15:03
645
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა და  დარჩენილია ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება.

"დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი მომდევნო ეტაპზე გადადის. კერძოდ, ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება",-წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები