ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ აქტივების ღირებულება, რომელიც „რაკიას“ ნაცვლად სახელმწიფოს საკუთრება გახდა მილიონ ლარზე მეტია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფოთის პორტის გაყიდვის შემდეგ, ინვესტიციები, რომელებიც უნდა განხორციელერბიულიყო აეროპორტსა და თიზ-ში არ განხორციელდა, შესაბამისად მინისტრი ინვესტორთან ხელშეკრულებას „ლოგიკურს“ უწოდებს.
„არაა საუბარი ხელშეკრულების გაწყვეტაზე, ესაა შეთანხმებული ურთიერთ-მადლიერი ქმედება, რომლის დროსაც ინვესტორიც ძალიან მადლიერია და სახელმწიფოსაც ეძლევა საშუალება გამოიყენოს კონკრეტული აქტივი“, - განაცხადა მინისტრმა.
მსხვილი ინდუსტიული ჯგუფი ფოთის თიზ-ში 600 მილიონამდე დოლარის ინვესტირებას გეგმავს

























