მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დინამო არენა” ოთხი ათასით ნაკლებ გულშემატკივარს მიიღებს

დინამო 4 ათასით ნაკლებ გულშემატკივარს მიიღებს

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, დინამო არენა სანაკრებო მატჩებს უმასპინძლებს. თუმცა, თამაშებზე დასწრებას 4 ათასით ნაკლები მაყურებელი შეძლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით “დინამო არენას” პირველი იარუსის მხოლოდ ექვსი სექტორი იქნება დახურული, რაც დაახლოებით 4 ათასი ადგილია - მთელი ტევადობის 7%.

“დინამოს” ადმინისტრაციამ BMG-სთან საუბარში განაცხადა პირველი იარუსის იმ ადგილებს, რომელზედაც დასწრება უკვე შესაძლებელია კოსმეტიკური სამუშაოები ჩაუტარდა, რაც პერიოდულად მოედანზე ისედაც მიმდინარეობს.
ხოლო დარჩენილ 4 ათას ადგილს ესაჭიროება კაპიტალური რემონტი, რომელსაც კვლავ შეაფასებენ ექსპერტები და დაიწყება მასზე მუშაობაც.

ცნობისთვის, შეზღუდვა არ შეეხება ისეთ აუცილებელ ზონებს, როგორიცაა მედიის სამუშაო სივრცე, ტექნიკური ზონა და სტუმარი გულშემატკივრის ტრიბუნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტის მატჩს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჯერ 20 მარტს ერევანში გამართავს, ხოლო შემდგომ 23 მარტს უკვე “დინამო არენაზე”.

უკანასკნელად “დინამო არენას” მასობრივი რეკონსტრუქცია 2015 წელს კომპანია “დაგიმ” განახორციელა, რა დროსაც სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები. კომპანიის მიერ იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის. აღნიშნული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 14 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები