აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს 1350-ზე მეტი აშშ-ში მოღვაწე თანამშრომლის გათავისუფლება დაიწყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიპლომატიური კორპუსის უპრეცედენტო რეფორმას ახორციელებს, რაც, კრიტიკოსების თქმით, შეარყევს აშშ-ის შესაძლებლობას, დაიცვას და ხელი შეუწყოს აშშ-ის ინტერესებს საზღვარგარეთ.
რეორგანიზაცია გავლენას ახდენს 1107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ 246 თანამშრომელზე.
„დეპარტამენტი ახდენს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა შეტყობინებაში, რომელიც თანამშრომლებისთვის გაიგზავნა.
Reuters წერს, რომ 18 000 თანამშრომლიდან საერთო შემცირება თითქმის 3 000 იქნება, მათ შორის, ნებაყოფლობით წასული პირების ჩათვლით.




























