"დირსის" ინვესტორი კომპანია "ას ჯორჯია" ურბანულ ფორუმზე წარსდგა
BM.GE
06.11.18 10:18
• 1100
პროექტ „დირსის“ ინვესტორმა კომპანია „ას ჯორჯიამ“ თბილისის ურბანულ ფორუმზე საკუთარი ხედვები წარმოადგინა, თუ როგორ იგეგმება სამშენებლო პროცესების განვითარება იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რაც თბილისში განაშენიანების, თუ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ქეთი ფაჩულიამ აღნიშნა, რომ დეველოპერებმა საკუთარი ხედვები დედაქალაქში არსებულ ურბანულ გამოწვევებს უნდა მოარგონ, რასაც „ას ჯორჯია“ „დირსის“ კომპლექსს ფარგლებში ახორციელებს. თბილისის ურბანულ საკითხებზე ღონისძიება The Financial-ის ორგანიზებით გაიმართა.