მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Disney 1 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს - WSJ

დისნეი

წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal-ი წერს, რომ მომდევნო კვირებში Walt Disney 1 000-მდე პოზიციის შემცირებას გეგმავს, რომელთა დიდი ნაწილი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტს შეეხება.

WSJ-ის ინფორმაციით, სამუშაო ადგილების მოსალოდნელი შემცირების გეგმები მარტში ჯოშ დ'ამაროს, Disney-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორის, თანამდებობაზე დანიშვნამდე დაიწყო.

დაგეგმილი გათავისუფლებები თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლებს შეეხება. 2025 ფისკალური წლის ბოლოსთვის Disney-ში დაახლოებით 231 000 ადამიანი იყო დასაქმებული.

Disney-ს ახლად დანიშნული მარკეტინგის მთავარი დირექტორი (CMO), ასად აიაზი ასევე გეგმავს კომპანიის მარკეტინგის ჯგუფის გაერთიანებას და ხარჯების შემცირებას, რაც კოდური სახელწოდებით - Project Imagine მიმდინარეობს, - დასძენს ანგარიში.

იანვარში აიაზმა ახლად შექმნილ, კომპანიის მასშტაბურ მარკეტინგულ ორგანიზაციაზე დაიწყო ზედამხედველობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები