გართობის ინდუსტრიის გიგანტი, Walt Disney მორიგ ამბიციურ მიზანს ისახავს – კომპანია ზღაპრის გმირების გაცოცხლებას და ბავშვებისთვის ავტონომიური რობოტების გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, შესაძლებელი იქნება ისეთი სათამაშო რობოტების წარმოება, რომლებიც გარემოსთან ადაპტირებას და ბავშვებთან საუბარს, ცეკვას, თამაშს და გართობას დამოუკიდებლად შეძლებენ.
ავტონომიური ტექნოლოგიის გამოცდის მიზნით, კომპანიამ კალიფორნიაშია, დისნეილენდში, „ვარსკვლავური ომების“ ანუ Star Wars-ის თემატური ღონისძიება გამართა, რომელზეც ავტონომიური რობოტის პრეზენტაცია შედგა.
„დროიდებმა“ დისნეილენდში ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს, მათ გამოჩენას კი დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღტაცება მოჰყვა.
მოგვიანებით, პროდუქტის განვითარების დეპარტამენტმა საჯარო კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს Disney-ს სათამაშოების ახალი ხაზის პირველი საჯარო გამოცდა იყო და მომავალში კომპანია ასეთი ტიპის რობოტებს უფრო ხშირად გამოუშვებს და Disney საყვარელ პერსონაჟებს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების მეშვეობით გააცოცხლებს.
ცხადია, ეს სიახლე კომპანიის ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, რადგან პრემიუმ სათამაშოების ახალი ხაზი, სავარაუდოდ, კომპანიის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.