მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-ს ინდური ბიზნესი შესაძლოა, მუკეშ ანბანის კომპანიამ იყიდოს

Disney

ინდურმა კონგლომერატმა Reliance Industries-მა, რომელსაც მუკეშ ანბანი ხელმძღვანელობს, შესაძლოა, Walt Disney Co.-ს ინდური აქტივები შეიძინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ამერიკული კომპანია ინდური ბიზნესის - Disney Star-ის საკონტროლო პაკეტს $10 მილიარდად აფასებს. Reliance-ში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული აქტივები $7-8 მილიარდი ღირს.

შესყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში გამოცხადდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების მიხედვით, Reliance ნაღდი ფულითა და საკუთარი აქციებით გადაიხდის, ხოლო Disney ინდურ ბიზნესში მინორიტარულ წილს შეინარჩუნებს.

გასულ წელს, Star India-მ დაკარგა სტრიმინგის უფლებები პოპულარული ინდოეთის პრემიერ ლიგის (IPL) კრიკეტის მატჩებზე ანბანის კომპანიისთვის. შედეგად Star India-მ დაკარგა მომხმარებლები, მაგრამ შეინარჩუნა ბაზრის წილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ყველაფრისა, 21 ოქტომბერს დისნეის ინდოეთის სტრიმინგის პლატფორმამ ინდოეთსა და ახალ ზელანდიას შორის, მამაკაცთა კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატის 2023 წლის მატჩის გაშუქებისას რეკორდული 43 მილიონი მაყურებელი მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები