მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-ს შემოსავალმა „სტრიმინგ სერვისის“ წყალობით $16.25 მლრდი შეადგინა

60265848bbd15
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.21 23:40
540
Walt Disney Co-ს შემოსავალმა „სტრიმინგ სერვისის“ წყალობით $16.25 მილარდი შეადგინა გსული წლის ბოლო კვარტალში, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 15.93 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის შემოსავალი 20.88 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანის შემოსვლებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა Disney-ის თემატური გასართობი პარკების დახურვამ მსოფლიოს მასშტაბით, რაც კორონავირუსის პადემიით არის გამოწვეული, მათ შორის პარკები დახურულია კალიფორნიაში, პარიზში და ჰონგ კონგში. კომპანიის შემოსავალი გასართობი პარკების ნაწილში 53%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავლენით გაიზარდა მოთხოვნა Disney-ის „სტრიმინგ სერვისზე“ და აბონენტთა რაოდენობა 94.9 მილიონს მიაღწია. 3.1%-ით გაზრდილია კომპანიის აქციების ღირებულება. თითო აქციის ფასმა 194 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები