მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney World და Disneyland ბილეთებზე ფასებს ზრდიან

Disneyland

Disney World და Disneyland პარკები პარკირებიდან დაწყებული წლიური საშვის ჩათვლით ბილეთების ფასებს ზრდიან - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC - წერს.

პარკების სტანდარტული ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება და დამოკიდებული იქნება თარიღის დატვირთულობაზე. Disneyland-ში ყველაზე იაფი ბილეთის ფასი $104, ხოლო Disney World-ში $109 იქნება.

ორლანდოს Disney World-ში წლიურ ბილეთების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა, ყველაზე ძვირადღირებლი Incredi-Pass-ის შეძენა მომხმარებელს ახლა $1449 დაუჯდება. ამასთან, თემატურ პარკში პარკინგი $5-იდან $30-მდე გაიზარდა, აღნიშნული უფასო იქნება სასტუმროს სტუმრებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ანაჰაიმში დღიური საშვი  $194-მდე გაძვირდა, რაც წინა ფასებთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.

„ჩვენ პარკებში მუდმივად ვამატებთ ახალ, ინოვაციურ ატრაქციონებსა და გასართობ აქტივობებს, ფასების ზრდა აისახება იმ უნიკალურ გამოცდილებაზე, რომლის შეთავაზებაც მხოლოდ დისნეის შეუძლია“, - თქვა დისნეის სპიკერმა. 

ბილეთების ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც Disney-მ ბავშვთა ბილეთებზე აქცია გამოაცხადა, რადგან თემატური პარკი მომხმარებელთა შემცირებას უჩიოდა. ამასთან, სექტემბრის პრეზენტაციაში Disney აცხადებს, რომ პარკის განყოფილებაში ინვესტიციებს გააორმაგებს, რათა პანდემიის დროს მიღებული ზარალი აანაზღაუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები