მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციური მუშაობის გამო, საოფისე უძრავი ქონების ინდუსტრიას $800-მილიარდიანი დანაკარგი ელის

64b0135466f40
გიორგი თოლორდავა
13.07.23 23:55
563
დისტანციური მუშაობის გამო, საოფისე უძრავი ქონების გაქირავების ინდუსტრიას $800-მილიარდიანი დანაკარგი ელის.

McKinsey-ს შეფასებით, დასავლური სახელმწიფოების მასშტაბით უძრავი ქონების ინდუსტრია უდიდესი გამოწვევის წინაშეა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანიების დიდი ნაწილი თითქმის სრულად გადაერთო მუშაობის დისტანციურ და ჰიბრიდულ რეჟიმზე, ეს კი საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 2019 წელთან შედარებით, საოფისე ფართების ინდუსტრიის მოცულობა 26%-ით შემცირდება, თუმცა არსებობს 42%-იანი შემცირების რისკიც.

$800-მილიარდიან შემცირებაში საოფისე ფართების გაიაფება და შემოსავლების ვარდნა იგულისხმება, რაც მოთხოვნის კლების თანმდევი პროცესი იქნება.

ყველაზე მკვეთრი ვარდნა, სავარაუდოდ, ფინანსურ ცენტრებში დაფიქსირდება: სან ფრანცისკოში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ჰიუსტონში, პარიზში, მიუნხენში, ტოკიოში, პეკინსა და შანხაიში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები