მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუციის მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე ადგილები გაჩნდება - ვიქტორ წილოსანი

631dc6234b96d
BM.GE
11.09.22 18:43
1148

პარკირების სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ მერიის სტრატეგიის თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით აუცილებლად გაჩნდება დისტრიბუციის მანქანებისთვის გამოყოფილი სპეციალური საპარკინგე ადგილები, ისე, როგორც ეს ამჟამად ტაქსების შემთხვევაშია.

„როგორც იცით, ჩვენ გვაქვს როგორც ტაქსის გაჩერების, ასევე დისტრიბუციის მანქანების გაჩერების ადგილები.

ისეთ ადგილებში, სადაც დაშვებულია პარკირება, რა თქმა უნდა, დისტრიბუციისთვის გაჩნდება პარკირების ადგილები, თუმცა ჯერაც ვფიქრობთ, როგორი ტიპის იქნება ეს - ფასიანი თუ უფასო“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები