მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუტორები დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე 1-ელი სექტემბრიდან დაგეგმილი შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ

დისტრიბუტორები დიდგაბარიტებიანი მანქანების გადაადგილებაზე 1-ელი სექტემბრიდან დაგეგმილი შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაგეგმილი შეზღუდვები კომპანიების ხარჯებს გაზრდის, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე იმოქმედებს.

მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზარდა.

კერძოდ, შეზღუდვა ძალაშია M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში. აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია.

დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3000 ლარით.

რა პოზიცია აქვთ თბილისის მერიაში კომპანიების მოთხოვნაზე?

სტუმარი: ლაშა რიჟამაძე - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები