მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმანისის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემებს არალიცენზირებული პირი ემსახურება - აუდიტი

წწ

სახელმწიფო აუდიტმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გამოვლინდა წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებების ხარვეზები.

აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები არსებობს, კერძოდ:

  • წყლის სისტემებს ემსახურება არალიცენზირებული პირი;
  • მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით;
  • მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება;

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ხარვეზები დაფიქსირდა გამოუყენებელი ობიექტები/აქტივების მიმართულებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების მხრივ ხარვეზებით მიმდინარეობდა.

მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა თანხები და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს დროულად ვერ მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები