მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმიტრი პესკოვს, ალიშერ უსმანოვს და კიდევ 50-მდე პირს აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა

6221bac73fac3
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.22 11:15
1131
აშშ-მა გუშინ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით პუტინის უახლოესი გარემოცვის და მასთან დაკავშირრებული ოლიგარქების წინააღმდეგ მორიგი სანქციები მიიღო. მათ შორის სანქციები შეეხო პუტინის პრეს-სპიკერს დმიტრი პესკოვს, ასევე ალიშერ უსმანოვს, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $14.1 მილიარდად არის შეფასებული. 

სანქციების სიაშია ნიკოლაი ტოკარევი და მისი ოჯახის წევრები. ტოკარევი რუსული სახელმწიფო ნავთობის მილსადენების სისტემა Transneft-ის მმართველია. 

ასევე სანქციები შეეხო იგორ შუვალოვს, რომელიც სახელმწიფო ბანკის Vnesheconombank-ის თავმჯდომარეა, ასევე სერგეი ჩემეზოვს, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ის თავმჯდომარეა. ჩემეზოვი პუტინთან ერთად 1980-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში KGB-ის აგენტი იყო. სანქცირებულია ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც რუსეთის უშიშროების სისტემებთან დაახლოებული ორგანიზაცია "ვაგნერ ჯგუფის" დამფუძნებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები