უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სიბიგამ დიპლომატიური კარიერა სამშობლოში 1997 წელს დაიწყო. ბოლო წლებში კი, 49 წლის სიბიგას კარიერა ასე ვითარდებოდა:
- 2008-2012 წლებში იყო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მინისტრის მრჩეველი.
- 2012-2016 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი.
- 2016-2021 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩი;
- 2021- 2024 წლებში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი;
- 2024 წლიდან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
დმიტრო კულება, რომელიც, როგორც ჩანს, საჯარო სამსახურში დარჩება და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, იგივე NATO-სთან დაახლოებაზე იმუშავებს, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმით, ამ ეტაპზე, უცნობია.