მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანამდებობას დაიკავებს უკრაინის ყოფილი პირველი დიპლომატი, დმიტრო კულება?

დმიტრო კულება

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება, რომ კულებას გადადგომას 240-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

ბოლო ორ დღეში, უკრაინის სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან თანამდებობა ერთბაშად ექვსმა მინისტრმა დატოვა. გათავისუფლებულ მაღალჩინოსნებს შორისაა დმიტრო კულება, რომელიც, როგორც ჩანს, საჯარო სამსახურში დარჩება და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, იგივე NATO-სთან დაახლოებაზე იმუშავებს, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმით, ამ ეტაპზე, უცნობია.

უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული გადატვირთვის შემდეგ, დმიტრო კულებასთან ერთად, თანამდებობა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა დატოვეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, სამთავრობო კაბინეტის როტაცია ქვეყანას ახალ ენერგიას შესძენს, რომელიც ქვეყანას ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები