მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოდი ხარხელი დაკავებული არ არის. მიმდინარეობს გამოკითხვა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე - შსს

დოდი ხარხელი

შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე“ მიმდინარეობს.

"დოდი ხარხელი არ არის დაკავებული. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს მისი დაკითხვა" - განაცხადეს შსს-ში.

bm.ge დაინტერესდა, სანამ აქტივისტს შვილის საბავშვო ბაღში მიყვანისას დააკავებდნენ, იქამდე, იყო თუ არა დაბარებული გამოკითხვაზე. მასალა განახლდება ინფორმაციის მიღებისთანავე.

შვილის საბავშვო ბაღთან აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები