მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DOGE-ის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა დეპარტამენტს არ დაუხურავს

DOGE

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აშშ-ის მთავრობა ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ დეპარტამენტს არ დაუხურავს.

როგორც DOGE-ის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და მათ გასულ კვირას $335 მილიონის ღირებულების არამიზნობრივი კონტრაქტები გააუქმეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ DOGE-ის უფლებამოსილება შეჩერებული არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ Reuters, CNN, Bloomberg და სხვა მედიასაშუალებები. მათი ინფორმაციით, დეპარტამენტმა ვერ გაამართლა და აშშ-ის მთავრობამ მისი ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როდის შევა ეს განკარგულება ძალაში და როდის შეწყვეტს ეფექტიანობის დეპარტამენტი ოპერირებას – ამ ეტაპზე უცნობია.

ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს ათასობით ფედერალური მუშაკი, რომლის ხარჯზე, DOGE-მა ბიუჯეტს $214 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცა, ნაცვლად დაპირებული ტრილიონისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები