მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათამდე დასრულდება" - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პროცედურებზე ისაუბრა. 

მდინარაძემ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათამდე დასრულდება  და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

„არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.

მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა.

კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები