მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარის კურსი 2.50 ლარს ჩამოსცდა

644a72cb94acb
BM.GE
27.04.23 17:01
3045
27 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4991 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.56 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7605 ლარი გახდა.

0.80 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1146 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 12.86 თეთრი შეადგინა.

ლარი დოლართან ასეთი მყარი ბოლოს 2018 წლის აგვისტოში იყო.