ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2026 წლის დავოსის სამიტს დაესწრება. ის შვეიცარიას იანვრის თვეში, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწვევა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, ღონისძიებას ტრამპის ეკონომიკური გუნდი სრული შემადგენლობით დაესწრება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება შვეიცარიის ხელისუფლებისთვის უდიდესი დიპლომატიური გამარჯვებაა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, მხარეებს შორის დაძაბულობამ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა და ევროპულ ქვეყანას ტარიფები 39%-ით განესაზღვრა. მაშინ შვეიცარიის ხელისუფლების ლიდერები ვაშინგტონიდან ციურიხში ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდნენ.
თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები განახლდა და გაჟღერდა ვარაუდიც, რომ ამერიკა შვეიცარიას ტარიფებს 24%-ით, 15%-მდე დაუწევს.
შეგახსენებთ, დავოსის 2026 წლის ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, 19-23 იანვარს გაიმართება.




























