მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა

ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა.

დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევით დიდი შეცდომა დაუშვეს.

„ვფიქრობ, დიდი შეცდომა დაუშვეს. არ ვიცი, გაძლებს თუ არა“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის მიერ ირანის ნავთობზე კონტროლის მოპოვების შესახებ საუბარი „ნაადრევია“: „რა თქმა უნდა, ხალხი ამის შესახებ საუბრობს, თუმცა ჯერ საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები