მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

trampi

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი. ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადო ფიცი.

მანამდე ფიცი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები