აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იან სადამსჯელო გადასახადის შემოღებას განიხილავს, რადგან, მისი თქმით, აშშ-ში ნარკოტიკული ნივთიერება ფენტანილი ჩინეთიდან შედის, მექსიკისა და კანადის გავლით.
ტრამპმა ტარიფების შესახებ ინაუგურაციის მომდევნო დღეს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპი პირობას დებდა, რომ ახალ ტარიფებს გაპრეზიდენტებისთანავე არ დააწესებდა.
თავის კომენტარში ტრამპმა ხაზი გაუსვა მის სურვილს, კიდევ უფრო გააფართოოს დაწესებული გადასახადები, კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი (ასევე ჩინეთისა და ევროკავშირისთვის) ტარიფის დაწესების ბოლო ვადად კი 1 თებერვალი განსაზღვრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები აშშ-სთან ჭარბ ვაჭრობას აწარმოებენ.
"ევროკავშირი ჩვენთვის ძალიან, ძალიან ცუდია. ამიტომ ტარიფები დაუწესდებათ. ეს ერთადერთი გამოსავალია, სამართლიანობას მიიღებთ", - განაცხადა ტრამპმა.




























